ცეკვის სახეობები:
კართული ტრადიციული ცეკვები:
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას. ქართული ეროვნული ბალეტი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა.პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი.ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი. დირექტორი - ნინო სუხიშვილი.
ლათინურ ამერიკული ცეკვები:
ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი ლათინო ამერიკული ცეკვების შესახებ.. ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა. ეს ცეკვები გამორჩეულია თავისი რიტმებით, მუსიკით, მოძრაობებით, ვარიაციებით .. მათ შორის ყველაზე ვნებიანი კი არის კუბური ცეკვა „რუმბა“ რომელსაც სიყვარულის ცეკვას უწოდებენ. თავისი ენერგიულობით და რიტმებით კი შეუდარებელია ბრაზილიური „სამბა“.. საქართველოში ეს ცეკვები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ქართველ კაცს არ უხდება ესეთი ცეკვების შესრულება, მე პირადად არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ვფიქრობ რომ ამ ცეკვების შესრულება დიდი ხელოვნებაა, მოცეკვავე წყვილს შეუძლია „ცეცხლი დაანთოს“ საცეკვაო მოედანზე,,
ვალსი:
ვალსის დაბადების თარიღი XVIII საუკუნის 80-იანი წლებია. ეს ცეკვა გაჩენის დღიდან არისტოკრატიული იყო. მისი დაბადების ადგილად ვენა ითვლება. ვალსის რამდენიმე სახეობა არსებობს – ნელი და სწრაფი, ინგლისური და ვენური. არსებობს გერმანული და ფრანგული ვალსებიც.ცეკვის ამ სახეობამ პოპულარობა მე-19 საუკუნეში ჰპოვა, შტრაუსის მუსიკის თანხლებით.
ვალსის ტიპის ნელი ცეკვები 1559 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ცეკვას ვოლტა ერქვა,რომელიც იტალიურად მოსახვევს ნიშნავს. მე-16 სუკუნეში ვოლტა უკვე დას. ევროპის სალონური ცეკვების ლიდერი გახდა, ხოლო როდესაც შტრაუსმა ვალსის მუსიკა შექმნა, ვოლტა ყველამ დაივიწყა. არისტოკრატიულ წრეებში შტრაუსის ვენის ვალსი ყველაზე პრესტიჟული გახდა. იგი სამეფო ოჯახებმა აიტაცეს, რასაც მაღალი წრის ოჯახებმაც მიბაძეს. 1812 წელს შეიქმნა გერმანული ვალსი, რომლის შექმნასაც ლორდ ბაირონს უკავშირებენ, მისი მეუღლე წერდა : ”ნამდვილი ჯენტლმენი ქალს ნაზად უნდა ეპყრობოდეს, ხელი ფაქიზად უნდა მოკიდოს. ჩემმა ქმარმა ქალთან ურთიერთობა კარგად იცის, ამიტომაც შექმნა გერმანული ვალსი”
ჩა – ჩა – ჩა:
1952 წელს ინგლისის სამეჯლისო ცეკვების ოსტატი, პიერ ლაველი, კუბაში ჩავიდა და რუმბას ორიგინალი ვარიანტი იხილა, სადაც ტემპი აჩქარებული იყო.ინგლისში დაბრუნებისას მან სასწარფოდ დაიწყო ამ ცეკვის დახვეწა და იგი სამეჯლისო ცეკვებში შეიტანა. ცეკვის სახელწოდება ესპანური ჩა-ჩა -სგან წამოვიდა , რომელიც ძიძას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ჩა-ჩა-ჩა წარმოდგება სიტყვიდან ჩა-ჩარ, რომელიც კოკის(ტოპიკული მცენარის) ფურცლების ღეჭვას ნიშნავს. სხვა ვერსიით, მისი საფუძველი არის სიტყვა ”ჩაი”. ერთი კი უდავოა, რომ თავად ცეკვა სხვა ცეკვების -გუარაჩასა და რუმბასაგან წარმოიშვა.
სამბა:
თანამედროვე სამბის დაბადების თარიღად 1956 წელი ითვლება. იგი ბრაზიული წარმოშობის არ არის, როგორც ალბათ ბევრს ჰგონია. სამბა აფრიკული ცეკვებისგან წარმოიქმნა. ბრაზილიაში მე-16 საუკუნუში ანგოლიდან და კონგოდან მონების დიდი გადინება დაიწყო. მათ ბრაზილიაში ჩაიტანეს ცეკვები – კატარეტე, ემბოლაბა და ბეტუქუე. ცეკვის ეს სახეობები ევროპაში მაშინვე აიკრძალა, რადგან იგი აშკარა ეროტიკული ხასიათის იყო. ბრაზილიელებმა ამ სამი ცეკვიდან საუკეთესო მომენტები აირჩიეს და გააერთიანეს. 1830 წელს შექმნეს ცეკვა – ლუნდუ, რომელიც შემდგომში სამბად იქცა. რიო-დე-ჟანეიროს ელიტურმა საზოგადოებამ ლუნდუ ცენზურაში გაატარა და ზემბა უწოდა. დროთა განმავლობაში ზემბა სამბად გადიქცა, რაც ბრაზილიურად ზანგი მამაკაცისა და ბრაზილიელი ქალის შვილს ანუ მულატს ნიშნავს. დროთა განმავლობაში ბრაზილიურმა სამბამ ევროპაში შეაღწია. 1950 წელს ამ ცეკვით თავად ბრიტანეთის პრინცესა მარგარეტიც დაინტერესდა. დღეისათვის სამბა ყველა ქვეყნის სამეჯლისო ცეკვებშია შეტანილი.მას მეორენაირად სამხრეთ ამერიკულ ვალსსაც უწოდებენ. სწორედ სამბიდან წამოვიდა ცეკვები – ლამბადა და მაკარენა. სამბას დღესასწაული რიო დე ჟანეიროს კარნავალს ემთხვევა. ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიაში ყველა თეძოებს არხევს. ეს სამბას დამახასიათებელი მოქმედებაა. ცეკვის ეს სახეობა ადამიანებს აძლევს ვნებიანი ფლირტის შესაძლებლობას. სამბას სიყვარულისა და სექსის ველური ჟინი ახასიათებს. ეს თუ არ შეიმჩნევა ცეკვაში, სამბა თავის ბრწყინვალებას კარგავს.
ბალეტი:
სიტყვა ბალეტი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან "ბალო" და ნიშნავს ცეკვას. ბალეტის ისტორია იწყება მზიურ იტალიაში, სადაც ყოველთვის უყვარდათ ცეცხლოვანი ცეკვა. ნამდვილი საბალეტო სპეკტაკლი პირველად დაიდგა საფრანგეთში. აქ საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების ახალ სახეობას-საბალეტო თეატრს. ბალეტში უმთავრესია ცეკვისა და მუსიკის კავშირი. მრისხანება, მწუხარება, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული და სევდა-ყოველივე შესაძლებელიაგადმოიცეს მოცეკვავის მოძრაობით და მასთან შერწყმული მუსიკით. ბალეტის ერთ-ერთი სახეობა პა-დე-დე ორ ცეკვას ნიშნავს. ჩვეულებრივ იგი იწყება ბალერინასა და ბალერონის საზეიმო გამოსვლით, რომელსაც ჰქვია ანტრე. მას მოსდევს ნელი შუა ნაწილი, ადაჟიო, ესაა მოცეკვავეთა სოლო ცეკვები, სადაც მათ საშუალება ეძლევათ აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. პა-დე-დეს მოსდევს კოდა, სადაც წყვილი კვლავ ერთად ცეკვავს. მოცეკვავეებს, რომლებიც ასრულებენ მასობრივ ცეკვას, ეწოდება "კორდებალეტი", რაც ფრანგულად ნიშნავს ბალეტის "ძირითად შემადგენლობას" "კორპუსს". ცეკვის გარდა, ბალეტში დიდ როლს ასრულებს პანტომიმა, ანუ მუნჯი მსახიობული თამაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий