რას გვაძლევს ცეკვა?!
ოდესღაც ცეკვა ეროტიკად ითვლებოდა, დღეს ტანვარჯიში გახდა.ცეკვის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ერთადერთი აუცილებელი პირობა სურვილია.რას გვაძლევს ცეკვა? ზღვა სიამოვნებას, თავდაჯერებას, ენერგიის მუხტს, შესანიშნავ განწყობას, სიცოცხლის სურვილს, მოძრაობის სიმსუბუქეს, ლამაზ ტანდეგობას, ამტანობას, ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, შესანიშნავ თვითშეგრძნებას. მენტალური და ემოციური პრობლემები, რომლებიც წარმოშობილია სხეულში კუნთების სპაზმებით, ჩვენს თავისუფლებას ბოჭავს. ცეკვა საკუთარი სხეულით უკმაყოფილების დაძლევას ეხმარება, მოძრაობებისგან სიამოვნების მიღებას გვასწავლის, გვკარნახობს, სპონტანურობა და ცხოვრების ხალისი როგორ დავიბრუნოთ.ლათინოამერიკული ცეცხლოვანი და დინამიკური ცეკვები (სამბა, რუმბა, სალსა)დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს, ცხოვრებისეულ პრობლემებს გვავიწყებს და განწყობას ამაღლებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий